logo
ENG



მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი შიმშილობას იწყებს

01 ნოე 202120:20
3 წუთის საკითხავი
 
მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი შიმშილობას იწყებს

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ აქციას მართავენ. 

ერთ-ერთი მოქალაქე, ნინო მჭედლიძე ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და არ შეწყვეტს მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული არ იქნება.

ნინო მჭედლიძესთან ერთად პროტესტის ამ ფორმას კიდევ ერთმა მოქალაქემ მიმართა.

"სხვა გზა არ დაგვრჩენია, აუცილებელა უკიდურეს ფორმებს მივმართოთ. სხვანაირად ეს ხელისუფლება არ წავა. მე პირადად და შემომიერთდებიან კიდევ, ვიდგები აქ და ვიშიმშილებ, სანამ არ გაათავისუფლებენ ჩვენს მესამე პრეზიდენტს და სანამ არ იქნება მისი უფლებები დაცული", - ამბობს ნინო მჭედლიძე. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 32 დღეა, ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა