logo
ENG



მიხეილ სააკშვილთან ადვოკატები შევიდნენ

09 ნოე 202112:07
3 წუთის საკითხავი
 

გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატები შევიდნენ.

აღსანიშნავია, რომ შესვლისთვის საჭირო სპეციალური საშვი მას შემდეგ დაუშვეს, რაც დღეს დილას ადვოკატებმა მედიასთან თქვეს, რომ სააკაშვილის მონახულების საშუალებას არ აძლევდნენ და საშვს არ უშვებდნენ. უფლებადამცველები ყოფილ პრეზიდენტთან ცოტა ხნის წინ შევიდნენ.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის მე-40 დღეა შიმშილობს. 

სააკაშვილი ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.


close დახურვა