logo
ENG



მკვლელი ლიფტები - დროება

15 იან 202320:18
3 წუთის საკითხავი
 

კიდევ ერთი ტრაგედია თბილისში - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ლიფტის გაუმართაობამ შეიწირა. მათ მცირეწლოვანი შვილი დარჩათ, რომელიც ამ ტრაგედიას შეესწრო. ბოლო წლების მანძილზე ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა მოძველებულმა, გაუმართავმა ლიფტმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვინ არის დამნაშავე ტრაგედიაში - მერია, ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ სხვა უწყება ან პასუხისმგებელი პირი? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ძალიან გაგვიჭირდა. არაოფიციალური ინფორმაციით ამ დროისთვის საქართველოში 20 ათასამდე ლიფტი გაუმართავი, გასარემონტებელი ან საერთოდ გასაუქმებელია. მათი დიდი ნაწილი რაღა თქმა უნდა დედაქალაქის კორპუსებშია. ლიფტების ინსპექტირება სამ წელიწადში ერთხელ უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა მონიტორინგის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. უპასუხისმგებლობა. გულგრილობა და რაც მთავარია სისტემური პრობლემა, რომელიც მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ გვახსენდება. თუმცა ამ გახსენებას შედეგი ნაკლებად მოჰყვება. ასე რომ არ იყოს დედაქალში უყურადღებობისა და გულგრილობის, სისტემური გაუმართაობის გამო დატრიალებული მორიგი ტრაგედიის ფონზე მკაცრ პასუხს იმ ადამიანს მოვთხოვდით, ვისი უშუალო მოვალეობაც სწორედ ასეთი რისკების სისტემური დაზღვევა და მართვაა. თბილისის მერს ჯერ სიტყვაც კი არ დაუძრავს მის ქალაქში დატრიალებულ ამ ენითაუწერელ უბედურებაზე. დროება გაუმართავი ლიფტით გამოწვეული ტრაგედიის და პასუხისმგებლობის შესახებ.


close დახურვა