logo
ENG



მკვლელობა დმანისში - შაბათის ფორმულა

18 ნოე 202320:40
3 წუთის საკითხავი
 

არასრულწლოვანებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება, რომელიც სასტიკი მკვლელობით დასრულდა. 18 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ 15 წლის მოზარდი დააკავა. მკვლელობა დმანისში, სოფელ ამამლოში მოხდა. 15 წლის მოსწავლემ თანასკოლელს ე.წ. სპიცი გულში ჩაარტყა. სისხლიან ანგარიშსწორებას წინ უძღოდა ხუმრობა მეგობრებს შორის, რომელიც ბრალდებულმა ოჯახის შეურაცხყოფად მიიღო და სასტიკი ანგარიშსწორება დაგეგმა. გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომ წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, იცოდა ბრალდებულის დედამ, რომელმაც ანგარიშსწორებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლულის ოჯახს, შვილის გეგმის შესახებ შეატყობინა. დანაშაულში, შესაძლოა, კიდევ ორი მოზარდი მონაწილეობდა. არცერთი მათგან ჯერჯერობით პასუხისგებაში არ არის მიცემული. ორივე მათგანი, სავარაუდოდ, დანაშაულის უშუალო თვითმხილველები და მონაწილეები არიან. შაბათის ფორმულას სოფელ ამამლოში უყვებიან, რომ 18 წლის ბიჭი მკვლელობამდე სახლიდან სწორედ მათ გაიყვანეს.


close დახურვა