დაპირისპირება თბილისში ძალოვანი უწყების ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს შორის მკვლელობით დასრულდა. მოკლულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი, ალექსანდრე შეყელაძე. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი მღებრიშვილია. როგორც ირკვევა მოკლულსა და ბრალდებულს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, შემთხვევა კი მღებრიშვილის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ რომ გვიან ღამით სროლის ხმა შემოესმათ. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი მოქმედი პოლიციელი გარდაცვლილი დახვდათ.