logo
ENG



მკვლელობა ტყიბულში

29 აგვ 202220:25
3 წუთის საკითხავი
 

საზარელი მკვლელობა ტყიბულში. სოფელ გელათში 35 წლის კაცი მამის თვალწინ, დანით მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, 18 წლის ბიჭი. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა, დანაშაულში ჩართული იყო ათამდე პირი. ერთი დაკავებულის გარდა, სავარაუდოდ კიდევ ერთი ფიგურანტი სამართალდამცველებს საკუთარმა დედამ ჩააბარა, ბრალდებული არსებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეა.


close დახურვა