logo
ENG



მკვლელობისთვის, განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულებისთვის სასჯელები მკაცრდება

13 აპრ 202215:42
3 წუთის საკითხავი
 
მკვლელობისთვის, განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულებისთვის სასჯელები მკაცრდება

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მკვლელობისთვის, განზრახ მკვლელობისთვის და სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეული დანაშაულებისთვის სასჯელები მკაცრდება. კანონპროექტის არსზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა:

  • "განზრახ მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთისთვის დაწესებულ მინიმალურ ვადად დღეს მოქმედ 7 წლის ნაცვლად 10 წელი განისაზღვრება;
  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ზოგიერთი განზრახ მკვლელობითვის დღეს მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა უვადო თავისუფლების აღკვეთას. ინიცირებული ცვლილებები, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ნებისმიერი სახის განზრახ მკვლელობისთვის განისაზღვრება 16-დან 20 წლამდე ან უვადო;
  • არასრულწლოვნის ან ორსული ქალის განზრახ მკვლელობისთვის შესაძლებელი გახდება უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება;
  • მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის".

კანონპროექტით იცვლება ციფრული მტკიცებულების მოპოვების წესი. ოხანაშვილის თქმით, კერძოდ, დღეს მოქმედი კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას, ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამოძიებისას გამოიყენონ მობილური ტელეფონით, ან ვიდეოკამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი. 


close დახურვა