10 წლის განმავლობაში რა პროპაგანდული აბსურდი არ მოგვისმენია ქართული ოცნების ლიდერების, უბრალო წევრებისა და მათი მედიებისა თუ ე.წ ექსპერტების მხრიდან, მაგრამ 2023 წლის პირველივე დღეებში მმართველი ძალის ფილოსოფია საკუთარ თავს გადაახტა, დასავლეთზე უპრეცედენტო თავდასხმისა და ლანძღვის მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდა და ამტკიცებს, რომ ამერიკას ლეგიტიმური პოლიტიკური ინსტიტუციები კი არა - რამდენიმე ოჯახი მართავს. ეს თეზისი ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსის, შეიძლება ითქვას მისი იდეოლოგის ზაზა შათირიშვილის პირით გაჟღერდა, მერე როგორც ხდება - დანარჩენი ვითომ ექსპერტებიც ჩამწკრივდნენ. ოლიგარქის მიერ მიტაცებული ქვეყნიდან და ამავე ოლიგარქის მედიიდან იმასაც გვამცნობენ, რომ ამ ოჯახებმა ამერიკის კონსტიტუცია და სახელმწიფო სრულად მიითვისეს. ქვეყნის კონსტიტუცია, რომ ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა საკუთარ თავზე მოირგეს, ამაზე წერილში არაფერია ნათქვამი. მოკლედ ყველაფერი პირიქითაა, იმას რასაც ამერიკას აბრალებენ, ყველაფერი შეგიძლიათ აქ, ჩვენს ქვეყანაში იხილოთ, მხოლოდ ერთი განსხვავებით, თუნდაც მათივე ვერსიით - ამერიკაში მმართველები -ოჯახები მაინც არიან და ჩვენთან ეს მხოლოდ ერთი ოჯახია, რუსი ოლიგარქის ერთი ოჯახი. მმართველი ოჯახის ახალი აბსურდი, რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში, დროების სიუჟეტში.
მმართველი ოჯახის აბსურდი - დროება
15 იან 202320:10
3 წუთის საკითხავი