აგრარული ბაზრების კარი ისევ დახურულია მათთვის, ვისთვისაც პროდუქციის რეალიზაცია ოჯახების გამოკვების ერთადერთი წყაროა.
დახლზე დამპალი პროდუქტის გამოტანა და გადაყრა შეძლეს დღეს რეგიონებიდან ჩამოსულმა მოვაჭრეებმაც, რომლებსაც ხელისუფლებამ, მათი თქმით, გარევაჭრობის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა.
დაპირების მიუხედავად, ბაზრების გახსნა მეორე დღეა ვერ ხერხდება, სავაჭრო ობიექტების დირექცია ხელისუფლებას ადანაშაულებს. მათ შორის იმაში, რომ პანდემიის დროს, დაკეტილი ბაზრების პირობებშიც გადასახადები მთავრობამ არ გადაუვადა.
ვიდრე ბაზრების ადმინისტრაციები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესრულებას ვერ ახერხებენ, მოვაჭრეების ოჯახები შიმშილის ზღვარზე მიდიან.