logo
ENG



მოვითხოვე, ხვალვე გამაცნონ საქმის მასალები - რამიშვილმა ქვემო ქართლის პოლიცია დატოვა

24 ივლ 202000:12
3 წუთის საკითხავი
clock 495
85eqmodinhemsi9.jpg

მოვითხოვე, ხვალვე გამაცნონ ყველა ის მასალა, რაც საქმეშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან განუცხადა.

მისი თქმით, დღეს საქმის მასალების გაცნობა ვერ მოახერხა. 

"გარკვეულ მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარეებიდან, დაკითხვები მიმდინარეობს. დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ ხვალ მოხდეს მამამისის, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა და საქმის მასალის გადმოცემა... შაქარაშვილის საქმეზე ბიძამის ჰქონდა საშუალება, მეორე დღესვე ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა, ძალიან ინტენსიური ურთიერთობა მაღალ თანამდებობის პირებთან და ვნახავ, ხვალ რისი საშუალება მექნება", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, საქმე მინიმუმ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინაგარკვეული მედიკამენტები. 


close დახურვა