დასავლელი მოკავშირეების მკაცრი გაფრთხილება ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტ მებრძოლებს. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად იემენში ლიმიტირებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს. ვაშინგტონსა და ლონდონში აცხადებენ, რომ ჰუსიტი მებრძოლების პოზიციების დაბომბვას უახლოეს მომავალში აღარ გეგმავენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ოპერაციას კვლავ გაიმეორებენ. სამხედრო პოტენციალის შესუსტების მიუხედავად, ჰუსიტებიც ირწმუნებიან, რომ ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ, რაც ახლო-აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკს კიდევ უფრო ზრდის.
მოკავშირეების ოპერაცია იემენში
12 იან 202420:33
3 წუთის საკითხავი