logo
ENG



მოკლული 14 წლის გოგოს დედა: ვითხოვ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ მკვლელს

07 ოქტ 202317:22
3 წუთის საკითხავი
 

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის გოგოს დედა მკვლელის სამუდამო პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ მან ფორმულასთან განაცხადა.

"ჩემი შვილი მოიტაცეს. ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ასე მითხრა ბიჭმა, აქ თუ ჩამოხვალ, შენც მოგკლავო. ახლა კი ხედავთ, რა უბედურებაც მოხდა. მან ჩემი შვილი მოკლა, იმიტომ, რომ წამოსვლა უნდოდა.

ჩემი გოგო მინდორში წავიდა ხბოს მოსაყვანად, ეს ბიჭი კი იქ დამალული იყო. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა, მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა. ნაცემი წაიყვანა სახლში და გოგომ უთხრა: "მხოლოდ 14 წლის ვარ, არ მიყვარხარ, თავი დამანებე, თორემ 112-ში დავრეკავ". იმან კი ამოიღო იარაღი და მოკლა. ვითხოვ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ მკვლელს", - ამბობს მოკლული გოგოს დედა.

გუშინ, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ.


close დახურვა