logo
ENG



მოკლულის ოჯახი პოლიციის უფროსის წინააღმდეგ

09 თებ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 

მკვლელობაში ბრალდებული ძმები ინტერპოლის სიაში აღმოჩნდნენ. დანაშაული შარშან აპრილში მოხდა, მაგრამ დაკავებული არავინაა. სამართალდამცველები 34 წლის მოკლული ბიზნესმენის ოჯახს არწმუნებდნენ, რომ ძმებ ბაღდოშვილების ადგილსამყოფელზე ინფორმაცია ჰქონდათ. იყო თუ არა ჩარეული ბრალდებულთა ქვეყნიდან გაყვანაში თავად პოლიცია. მოკლული დავით მიქალაძის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ საქართველოდან გაქცევაში ძმებ ბაღდოშვილებს ეხმარებოდა აბასთუმნის პოლიციის უფროსი, რომელიც ახლაც თანამდებობაზეა. 


close დახურვა