მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, კითხვარის შევსება დაასრულა.
დღეს, პრეზიდენტ მაია სანდუს ადმინისტრაციაში ევროკავშირის ელჩისთვის, იანის მაჟეიკსისთვის შევსებული კითხვარის გადაცემის ცერემონია გაიმართა.
მოლდოვამ ევროკავშირის კითხვარი 11 აპრილს, საქართველოსთან ერთად მიიღო. საქართველოს ჯერჯერობით კითხვარის შევსება არ დაუსრულებია, შესაბამისად, უცნობია, როდის გადასცემს მთავრობა დოკუმენტს ევროკავშირის წარმომადგენლობას.
შეგახსენებთ, მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინის შემდეგ მიმართეს. უკრაინამ ევროკავშირში განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც 24 თებერვალს რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.