logo
ENG



მოლდოვას გაკვეთილი - დროება

25 ივლ 202120:50
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე დღის წინ ბათუმში, რუსეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყნის, მოლდოვას, პრეზიდენტი საქართველოს ეწვია. მაია სანდუ პრო-დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსია. ამ თანამდებობაზე ის წლების განმავლობაში გავლილი პოლიტიკური კრიზისების შემდეგ მოვიდა. მოლდოვას 2009 წლამდე, ჯერ ჰყავდა კომუნისტი პრეზიდენტი ვორონინი, შემდეგ ოლიგარქი პლახოტნიუკი მართავდა კულისებიდან და ბოლოს, პრო-რუსი პრეზიდენტი - დოდონი, რომლის სლოგანიც იყო „მოლდოვა პუტინთან ერთად“. შესაბამისად სანდუმ, როგორც პოლიტიკურ არეულობებში გამოწრთობილმა და საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის ლიდერმა, სცადა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეტყობინების მოსახლეობამდე მოტანა. 


close დახურვა