როცა ივანიშვილმა პროპორციული არჩევნები მოიპარა, მაშინვე ცხადი იყო, თუ რა შედეგის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ამ ქვეყნისა და მომავლისთვის, თუმცა გავიდა დრო და შედეგი ბევრად უარესი დადგა, ვიდრე მაშინ შეიძლებოდა გვეფიქრა. ვითომ ამბოხებული მაჟორიტარების ხელით პროპორციულის ჩაგდებით, ივანიშვილმა საკუთარი პარტიის გამარჯვება გარანტირებული გახადა და დაუკარგა ქვეყანას კოალიციური ხელისუფლების დაკომპლექტების შანსი, მიიტაცა სახელმწიფო და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარა. დამდგარ სურათსა და მის ალტერნატივას შორის კონტრასტი შთამბეჭდავია. რა შეიძლებოდა მიგვეღო და რა მივიღეთ. გაუჩინარებული კაცი წარსულიდან, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს იპარავს, დროების სიუჟეტში.
მომავლის ქურდი - დროება
26 თებ 202320:21
3 წუთის საკითხავი