logo
ENG



მორაგბეები საჯარო რეესტრს მოუწოდებენ, აღუდგინოს აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობა

04 თებ 202118:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/04/ndpvz5t5k3az0x5.png

თბილისის იუსტიციის სახლთან რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერების აქცია გაიმართა. ისინი აცხადებენ, რომ აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა კანონიერად მოხდა. ამავდროულად, აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საჯარო რეესტრს, რომ აღუდგინონ აბუსერიძეს პრეზიდენტობა.

2020 წლის 30 დეკემბერს, რამდენჯერმე გადადებული არჩევნების შემდეგ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, მაგრამ მას პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ უჩივლა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერა. საჯარო რეესტრმა მიიჩნია, რომ აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის მოთხოვნებს. ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი რეესტრმა აბუსერიძეს 30 დღე მისცა. ბაჩო ხურციძე მიიჩნევს, რომ ყრილობა, რომელზეც აბუსერიძე აირჩიეს იყო კანონო და აუცილებელია, ხელახალი არჩევნების ჩატარება.

აბუსერიძის მხარდამჭერი, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი აცხადებენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში ხელისუფლების წარმომადგენლები ერევიან.

"ხელები შორს რაგბისგან. მთავრობის წევრები, რომლებიც იქით მხარეს არიან და სიტუაციას რევენ გონს უნდა მოეგონ. გია კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა, გივი ჭიჭინაძე... თავად გამგეობაში არიან ადამიანები, რომლებიც მთავრობის წევრებს წარმოადგენენ. რაგბის ავტონომიაში არავინ უნდა ჩაერიოს, მით უმეტეს მთავრობის წევრები", - აცხადებს ხარაზიშვილი.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრი აბუსერიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში გამოაცხადებს. 

 


close დახურვა