logo
ENG



მორავეცკი: პუტინის რეჟიმი ყოველდღიურად სუსტდება

25 სექ 202214:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/25/7roxuu2irw4a48d.jpg

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა ომის ახალ ესკალაციას მიმართოს პუტინის რეჟიმის დასასუსტებლად. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პუტინის რეჟიმი ყოველდღიურად სუსტდება.

"სამწუხაროდ, ძალადობის ესკალაცია და რუსული აგრესიის ტალღა შეიძლება უახლოეს მომავალში იყოს მოსალოდნელი. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ პუტინის რეჟიმი ყოველდღიურად სუსტდება," - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

მორავეცკის თქმით, პუტინის მოწოდებას რუსების მობილიზებაზე "შიში უნდა გამოეწვია", მაგრამ მისი თქმით, ეს მიუთითებს არა რუსეთის ფედერაციის სიძლიერეზე, არამედ ქვეყანაში ღრმა კრიზისზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 

24 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ყველა ჯარისკაცს, ვინც დანებდება 3 გარანტიას აძლევს.

"პირველი, ჩვენ ცივილიზებულად მოგექცევით, ყველა კონვენციის შესაბამისად. მეორე, არავის ეცოდინება თქვენი დანებების გარემოებები, რუსეთში ვერავინ გაიგებს, რომ თქვენი დანებება ნებაყოფლობითი იყო. და მესამე, თუ რუსეთში დაბრუნების გეშინიათ და არ გსურთ გაცვლა, ჩვენ ამის უზრუნველყოფის გზასაც ვიპოვით," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 


close დახურვა