ვინ შეცვლის განათლების მინისტრს? - მძლავრი სტუდენტური პროტესტის ფონზე, ფორმულას ინფორმაციით, ამილახვარს მოხსნა ემუქრება. ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სახელდება, რომელიც გაფიცულ სტუდენტებს ოცნების რიტორიკით რუსული კანონის აუცილებლობაში არწმუნებდა. სწორედ დავით გურგენიძის რექტორობის პერიოდში გაფორმდა ბუნდოვანი ხელშეკრულება ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს შორის.