logo
ENG



მოსამართლე ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ

15 ივლ 202219:59
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების სასამართლო კლანი ღია უპირისპირდება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. შეერთებული შტატები, რომელიც ათწლეულებია, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო ჩამოყალიბებისთვის უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას უწევს, თავდასხმის ობიექტი ხდება. საელჩოს ზეწოლაში, არც მეტი არც ნაკლები, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ადანაშაულებს.

ლაშა ჩხიკვაძე, რომლის გადაწყვეტილება პოლიტიკურ მართლმსაჯულებადაა შეფასებული, პირველად ოფიციალურად ადასტურებს, რომ სასწავლო პროგრამიდან სწორედ განაჩენის გამო ამოიღეს. მოსამართლე ერთი ერთში იმეორებს ქართული ოცნების რიტორიკას. ბრალდებას სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის შესახებ ამერიკის ელჩმა ტყუილი უწოდა. ნიკა გვარამიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლო სისტემაში კლანის წინააღმდეგ ბუნტია.


close დახურვა