logo
ENG



მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადება გადადო

04 აგვ 202513:29
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც სინდისის პატიმარმა დასკვნითი სიტყვა თქვა. 

დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი არ გამოაცხადა და ის 6 აგვისტოსთვის გადადო.

სასამართლო სხდომას დაესწრო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 


close დახურვა