logo
ENG



მოსამართლემ დავით გოგიჩაიშვილს აქციაზე სახის დაფარვის გამო 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 ოქტ 202500:49
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/20/t0rag7f03aj97nh.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გოგიჩაიშვილს 18 ოქტომბრის აქციაზე სახის დაფარვის გამო 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 8 ადამიანი: ვახო სანაია, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.


close დახურვა