ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ტელევიზიების საშუალებით.
კითხვაზე, „რამდენად ხშირად იყენებთ ჩამოთვლილ წყაროებს ინფორმაციის მისაღებად“, ტელევიზიას 73% ასახელებს ყოველდღიურ წყაროდ. ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად მოსახლეობა ელექტრონულ ფოსტას იყენებს ინფორმაციის მისაღებად.
ეს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობით ჩატარებული მეორე კვლევაა. ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირი გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.