logo
ENG



მოსკოვი საკარანტინე ზომების შემსუბუქებას იწყებს

09 ივნ 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის დედაქალაქი საკარანტინე ზომების შემსუბუქებას იწყებს. დღეიდან უქმდება გადაადგილების ციფრული ნებართვები და თვითიზოლაციის რეჟიმი. გაიხსნება სილამაზის სალონები და ვეტერინარული კლინიკები. თვის ბოლოს კი კაფე-ბარები და რესტორნებიც ამუშავდება.

დღეიდან  მოსკოველებს ქალაქში სასეირნოდ გასვლა გრაფიკით აღარ მოუწევთ. გარდა ამისა რუსეთი ნაწილობრივ ხსნის საზღვრებსაც. ქვეყანაში შესვლას შეძლებენ ის უცხოელები, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ ან ნათესავების მონახულება სურთ.

ბოლო მონაცემით კორონავირუსს რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში 171 ადამიანი ემსხვერპლა. დაინფიცირებულების რიცხვი კი 8 ათას 500-ით გაიზარდა.  

 

 


close დახურვა