logo
ENG



მოსკოვის განცხადებით, ყირიმის თავზე 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

12 აგვ 202310:29
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ გასულ ღამეს 20 უკრაინული დრონი გაანადგურეს

უწყების მტკიცებით, 14 დრონი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ხოლო 6 ელექტრონულად ჩაახშეს. მათი განცხადებით, ინციდენტს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. უკრაინულ მხარეს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ბოლო პერიოდში რუსეთმა არაერთხელ განაცხადა უკრაინელების თავდასხმის შესახებ, მათ შორის იყო 9 აგვისტოს - მოსკოვის მერმა თქვა, რომ მოსკოვთან ორი უკრაინული საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს.

30 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ომი რუსეთისაკენ მიდიოდა", ხოლო სამიზნე ქვეყნის სიმბოლური ცენტრები და სამხედრო ბაზები გახდებოდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა