სირიაში აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის ანტიოქიის პატრიარქთან შეხვედრიდან თითქმის 1 კვირა გავიდა. საქართველოს საპატრიარქო კი ამ დრომდე დეტალებს არკვევს და დამასკოში საპროტესტო წერილის გაგზავნას არ ჩქარობს. სანამ საერო და სასულიერო ხელისუფლებები მოქმედებას დუმილს არჩევენ, სასულიერო პირთა ნაწილმა, თეოლოგებმა და ისტორიკოსებმა ანტიოქიის პატრიარქს საპროტესტო წერილი გაუგზავნეს და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან გულმხურვალე შეხვედრის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. კრემლი დროს არ კარგავს, საეკლესიო ოკუპაციას აგრძელებს და პროცესებში ანტიოქიის უძველეს საპატრიარქოს რთავს - დეტალები ნახეთ დროებაში.
მოსკოვის სვლა - დროება
23 მაი 202120:20
3 წუთის საკითხავი