logo
ENG



მოსკოვის ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

21 ნოე 202209:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/l35eyg4hnzn86or.jpg

მოსკოვის ცენტრში ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის ნანგრევებში 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია TASS საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუშინ მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარე სასაწყობო სივრცეში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის ცნობით, ხანძრის გაჩენის შემდეგ შენობის პირველი და მეორე სართულებს შორის არსებული გადახურვა ნაწილობრივ ჩამოინგრა. შენობიდან 7 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 80 მეხანძრე-მაშველი, 20 ერთეული ტექნიკა და 3 ვერტმფრენი.

ცეცხლი 2 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული და მის ქრობას შენობის დაგეგმარება ართულებდა. შენობა 3 მეტროსადგურთან ახლოს იყო განლაგებული.


close დახურვა