მოსკოვში გამართულ კონცერტზე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის გამოსვლისას ეთერი მოულოდნელად შეწყდა.
ვლადიმერ პუტინი გამოსვლისას რუსი ხალხის ერთიანობაზე საუბრობდა, მაგრამ მოულოდნელად ეთერი შეწყდა და ოლეგ გაზმანოვის სიმღერით გაგრძელდა.
დღეს მოსკოვში ყირიმის ანექსიის წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი იმართება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუჟნიკის სტადიონზე 203 ათასი ადამიანი შეიკრიბა, 95 ათასი ადამიანი სტადიონზე იმყოფება, 100 ათასი კი მის სიახლოვეს.
კონცერტზე ვლადიმერ პუტინის მიმართვასაც ელოდნენ, რომელიც მოულოდნელად შეწყდა.
საკონცერტო სცენა, საიდანაც პუტინმა რუსეთის მოსახლეობას მიმართა მორთული იყო სლოგანებით „სამყარო ნაციზმის გარეშე“ და „ჩვენი პრეზიდენტის მხარდასაჭერად“ - ორივე შემთხვევაში რუსული ასო ზ-ს ნაცვლად გამოყენებული იყო ლათინური "Z", რაც უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ჯარის სიმბოლოა.