მოსკოვში პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა. რუსეთს დედაქალაქში ერთკაციანი პიკეტები აქტივისტებმა, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს შენობის წინ გამართეს.
პოლიციამ სულ მცირე 22 ადამიანი დააკავა. პროტესტი ქალაქ ეკატერინბურგში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების მიერ ქურდობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის მკვლელობას მოჰყვა. 27 წლის ახალგაზრდა 4 შეკვრა შპალერის ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი.