logo
ENG



მოსკოვში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადისა და ხელთათმანების ტარება სავალდებულო ხდება

07 მაი 202016:56
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 11 ათას 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანამ მსოფლიო რუკაზე მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ათას 600-ს აჭარბებს დაღუპულთა საერთო რიცხვი.

პანდემიის ეპიცენტრი მოსკოვია, სადაც ოფიციალურად 90 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა დედაქალაქის მერი აღიარებს, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა მოსკოვში შესაძლოა 3-ჯერ მეტი იყოს. რეგიონში ახალი რეგულაციებიც შედის ძალაში. 12 მაისიდან მოსკოვში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადისა და ხელთათმანების ტარება სავალდებულო ხდება. კანონდამრღვევები 4 ათასი რუბლით დაჯარიმდებიან.


close დახურვა