მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მებრძოლებისა და უახლესი ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ღონისძიება „სამოქალაქო მოძრაობის" ორგანიზებით ჩატარდა და სამომავლოდ საინიციატივო ჯგუფის შექმნაც დაანონსდა. აღნიშნული ჯგუფი ეროვნული სამხედრო მუზეუმის შექმნის იდეასაც დაუჭერს მხარს. გამოფენას „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილიც ესწრებოდა.
„ჩვენ დღევანდელ გამოფენას აქვს ორი მიზანი. პირველი მიზანი არის ის, რომ გავიხსენოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრები და მეორე მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა დავძრათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ჩვენ გვჭირს სირცხვილი - ამხელა სახელმწიფოებრიობის და მხედრული ისტორიის ერს არ გვაქს სამხედრო მუზეუმი. დღევანდელი გამოფენა გვსურს, რომ იყოს წინაპირობა, ინიცირება, პროვოცირება ამ დიდი ეროვნული საქმის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.