logo
ENG



მოტყუებული მასწავლებლები - შაბათის ფორმულა

13 ივლ 202420:41
3 წუთის საკითხავი
 

52 000-ზე მეტი პედაგოგი საქართველოში, განათლების სამინისტროს დაპირებული, გაზრდილი ხელფასის გამოთვლის პროცესშია. როგორც ირკვევა, ხელფასი მოიმატებს საათების ხარჯზე და არა პედაგოგთა დაგროვილი ცოდნის, ხარისხისა და შრომის მიხედვით, რომელსაც მასწავლებელთა ნაწილმა წლები, და დიდი შრომა მიუძღვნა. მას შემდეგ რაც გაირკვა რომ განათლების სამინისტრო ხელფასს არა დამსახურების, არამედ საათების მიხედვით ზრდის, ფაქტია რომ ცალსახად გამოიკვეთა პოლიტიკური ინტერესი - ბევრ საათს მიიღებს ის პედაგოგი, რომელიც პოლიტიკურად მხოლოდ ოცნების მიმართ იქნება მიკერძოებული. ახალი ფორმულით მასწავლებლებს აღარ უფასდებათ სტატუსი და გამოცდილება.

 


close დახურვა