logo
ENG



მოქალაქე აცხადებს, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ კალინინოს რწმუნებულმა სცემა

25 ივლ 202016:24
3 წუთის საკითხავი
 
px06mjqlpoi03p6.png

გარდაბნის რაიონში მცხოვრები აზერ ბაირამოვი აცხადებს, რომ ამავე რაიონის სოფელ კალინინოს რწმუნებულმა სცემა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ბაირამოვი აცხადებს, მან ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა მუნიციპალიტეტის რწმუნებულმა ილგარ მურადოვმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა 4 მცირეწლოვნის თვალწინ მიაყენა. დაზარალებულ კაცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

„ვუთხარი, მთავრობა ხართ, ბავშვები მშივრები არიან, მე ვერაფერს ვუკეთებ და მიხედეთ ამ ბავშვებს-მეთქი. შენ საჩხუბრად ხარ მოსულიო და ხელი დამარტყა რამდენჯერმე“, - განაცხადა აზერ ბაირამოვმა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.


close დახურვა