logo
ENG



მოქალაქეები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს

20 ოქტ 202115:23
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს. კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის ვაქცინის ნაცვლად სხვა პრეპარატი გაუკეთეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, აცრაში მათ 75 ლარი ჰქონდათ გადახდილი.

ერთ-ერთი პაციენტის თქმით, როდესაც მოითხოვა განმარტება, თუ რა პრეპარატით აცრეს, მედპერსონალისგან უარი მიიღო. ამასთან, ის ამბობს, რომ კლინიკაში ერთჯერადი გამოყენების ნემსებს რამდენჯერმე იყენებდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. მოქალაქეები ითხოვენ, რომ ექსპერტიზამ დაადგინოს, თუ რა პრეპარატი გაუკეთეს რეალურად.

"ჩემს თვალწინ მინდოდა გაეხსნათ ეს წამალი. ექიმმა გვითხრა, გარეთ დაგველოდეთო და დაველოდეთ. შემდეგ შევედით, აგვცრეს. ბავშვს ძლივს გაუკეთეს აცრა, რომ გამოვედი ხელი ამეწვა და ამ ვაქცინას ასეთი უკუჩვენება არ აქვს. შევბრუნდი, ნემსი მომეცით-მეთქი და გაგვიკეთეს ინსულინის შპრიცით, რითაც ეს არ კეთდება. ეს შპრიციც არის მეორადი, წებოებიც ეტყობა", - ამბობს პაციენტი. 


close დახურვა