მოქალაქეები წერენ, რომ მათ ისევ ურეკავენ უცხო ნომრებიდან მუქარითა და გინებით. ამის შესახებ ისინი Facebook-ზე წერენ და სქრინებს აქვეყნებენ.
მათ ნაწილს ქართული ნომრებიდან ურეკავენ, რამდენიმე მოქალაქემ კი თქვა, რომ უცხო ქვეყნის ნომრიდან დაურეკეს.
მოქალაქეებს უცხო ნომრიდან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების პერიოდში, გაზაფხულზეც ურეკავდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. მათ შორის პოლიტიკოსებსაც.