რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოძალადეებმა ტაბულას ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტ მაკო ჯაბუას და თავში კეტი ჩაარტყეს.
ძალადობრივმა ჯგუფებმა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტსა და ოპერატორზე იძალადეს.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აქვთ დაკავებული. მათ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს.