მოძრაობა კავკასიური კავშირი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
ღია წერილში მოძრაობა წერს, რომ ზურაბიშვილმა თავისი "მტკიცე პოზიცია" უნდა შეიცვალოს და პრეზიდენტის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენოს.
"ეს ზედმეტად გაჭიანებული დრამატული ვითარება შეურაცხყომფელია თავად საქართველოსთვის... ამ მდგომარეობას უკიდურესად ნეგატიურად წარმოაჩენს საქართველოს მთავრობა, რომელიც, თითქოს რუსეთის ბრძანებით მიხეილ სააკაშვილს დასცინის, მიუხედავად მათი ხალხის და მსოფლიოს აზრისა", - ნათვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ხელისუფლების ქცევა აჩვენებს, რომ ისინი რუსული მეთოდებით ებრძვიან ოპოზიციის ლიდერს.
წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება სერიოზულ წუხილს იწვევს და ზურაბიშვილს მისი გადარჩენა შეუძლია.
"გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი კონსტიტუციური უფლებამოსილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, თქვენი სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივისა და ქართველი ხალხის კარგი რეპუტაციის დასაცავად. ჩვენი მხრივ, ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დახმარება თურქეთის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე, მოვაგვაროთ სასწრაფო ევაკუაციის საკითხი და თურქეთში ექსტრადიციის პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა", - ნათქვამია წერილში.