logo
ENG



მოძრაობა მომავლისთვის და ლელომ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

24 მაი 202014:52
3 წუთის საკითხავი
 

ჰუმანიტარული დახმარება დევნილებს - არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა მომავლისთვის“  და “ლელოს“ ინიციატივით, წყნეთში მცხოვრებ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ. 150-მა ოჯახმა პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები მიიღო. 

როგორც „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე აცხადებს, ისინი პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან.

„პანდემიად ძალიან სერიოზული გასაჭირის წინაშე დააყენა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. აქ ვართ შეკრებილები იმისათვის, რომ მომავლის მოძრაობასთან ერთად ჩვენ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ და ადამიანებს გადავცეთ ის დახმარება, რომელიც არაერთი შემომწირველის მიერ იქნა მათთვის გამოგზავნილი“, - აცხადებს ბუაძე.

ერთ-ერთი დევნილის თქმით, მათ ჯერ არავინ დახმარებია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია ეს დახმარება, რადგან ჯერ არავინ დაგვხმარებია“, - განაცხადა დევნილმა.


close დახურვა