logo
ENG



მოწოდება მოლდოვასა და საქართველოში ოლოგარქების დასანქცირებაზე

21 მარ 202320:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად ოლიგარქ ივანიშვილს ასახელებენ ევროპარლამენტში. ქვეყნის არაფორმალური მმართველის გვარი სანქციების გვერდით კიდევ ერთხელ მოხვდა. გამოცემა Plitico კი წერს - ევროკავშირს რამდენიმე სახელმწიფოს საგარეო უწყება მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს ოლიგარქებს, რომლებსაც კავშირი აქვთ მოლდოვასა და საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებთან, რუსეთის ჩარევის მზარდი საფრთხის ფონზე.

პერსონალური სანქციების დაწესების მომხრეები არიან ევროპარლამენტარებიც, დებატებსა თუ რეზოლუციებში მათი შეფასებები უკვე გამოხატულია. საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდის ფონზე, ევროპელი პოლიტიკოსები ხსნიან, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სანქციების ქვეშ არა სახელმწიფო, არამედ უკანონობაზე პასუხისმგებელი პირები მოექცევიან.


close დახურვა