logo
ENG



მსახიობი ნანა ბუთხუზი: ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს და ძალადობის ყველა მსხვერპლს

14 აპრ 202111:32
3 წუთის საკითხავი
clock 3276
მსახიობი ნანა ბუთხუზი: ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს და ძალადობის ყველა მსხვერპლს

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, ნანა ბუთხუზი ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს. 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც. 

"სირცხვილია! არასდროს არაფერს არ ეშველება ამ ქვეყანასა და ქართულ თეატრს, სანამ მსგავსი მარაზმი, ტყუილი, ფარისევლობა, სიყალბე, ძალადობა და ზეუნიჭობა მოსულა! გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს პროფესიას და სრულიად ყანას! ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს და ძალადობის ყველა მსხვერპლს! (არა აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად იძალადებენ თუ მორალურად!!!)

ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები რუსთავი 2-ის ეთერში გაიხსენა. როგორც მან თქვა, ყოფილი ქმრისგან ძალადობის ამბავს ახლა ყვება იმიტომ, რომ აღარ ეშინია და უნდა, ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს მაგალითი მისცეს. 

რუსთველის თეატრმა, რომლის დასშიც ზანგური ირიცხება, განაცხადა, რომ ძალადობას გმობს, მაგრამ მსახიობის გათავისუფლებას არ აპირებს. 

ბესო ზანგურს მხარდაჭერა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამაც გამოუცხადა და თქვა, რომ "ქალებმა დაიწყეს 1937 წლის რეპრესიები". 


close დახურვა