მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით $723 მილიონს გამოუყოფს "ეკონომიკური კრიზისიდან დაუყოვნებლივ გამოსასვლელად".
მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
დახმარება მოიცავს "თავისუფალი უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს", $489 მილიონის ოდენობის სესხსა და გარანტიებს, IBRD-სგან, ნიდერლანდებისგან და შვედეთისგან. ასევე, დახმარებაში შედის $134 მილიონის გრანტები და $100 მილიონის პარალელური დაფინანსება იაპონიისგან.
"სწრაფი მხარდაჭერა დაეხმარება მთავრობას უკრაინის მოქალაქეებისთვის კრიტიკული სერვისების მიწოდებაში, კერძოდ, გადაუხადოს ხელფასი სამედიცინო პერსონალს, პენსიები მოხუცებს და სოციალური შეღავათები მოსახლეობის დაუცველ სეგმენტს, - წერია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.