logo
ENG



მსოფლიო ვარსკვლავებმა მუსიკალური ონლაინმარათონი მოაწყვეს

19 აპრ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ვარსკვლავებმა  მუსიკალური ონლაინმარათონი მოაწყვეს. 8-საათიან კონცერტში  სახელწოდებით „ერთი მსოფლიო, ერთად სახლში"  მონაწილეობა პოლ მაკკარტნიმ, როლინგ სთოუნზმა, ლედი გაგამ, ელტონ ჯონმა, ჯენიფერ ლოპესმა, ბილი აილიშმა და სხვებმა მიიღეს.

მუსიკოსები საკუთარ ჰიტებს პირდაპირ ეთერში, სახლებიდან ასრულებდნენ. კონცერტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მოძრაობა „მსოფლიოს მოქალაქის" ორგანიზებით გაიმართა.

მარათონისას შეგროვილი თანხა კორონავირუსთან ბრძოლისთვის დაარსებულ სპეციალურ ფონდს გადაერიცხება. 


close დახურვა