logo
ENG



მსოფლიო ლიდერები კოვიდ-19-თან ბრძოლაში ჯანმო-ს ქმედებების გამოძიებას მოითხოვენ

18 მაი 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ლიდერები კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიებას მოითხოვენ. დღეს იხსნება ასამბლეა, რომელზეც მთელი რიგი ქვეყნები დღის წესრიგში სწორედ ამ საკითხის შეტანას აპირებენ. ასამბლეაზე განიხილავენ რამდენად სწორი ნაბიჯები გადაიდგა პანდემიის შესაჩერებლად.

კორონავირუსმა მსოფლიოში 300 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დღეს პანდემიის ეპიცენტრი ბრაზილიაა, სადაც ვირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ბოლო მონაცემით, კოვიდ-19-ის შედეგად ბრაზილიაში 16 ათას 118 ადამიანი იმსხვერპლა. აქედან 3 ათასი სან პაულუში დაიღუპა. ქალაქის ჯანდაცვის სისტემა პაციენტების დიდი რაოდენობის გამო ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას. 


close დახურვა