მსოფლიო ლიდერების ნაწილი უკვე თამამად უწოდებს უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს გენოციდს. ყოველდღიურად სულ უფრო შემაშფოთებელი ფაქტები მჟღავნდება. ცხედრებს პოულობენ ყველგან - სამარხებში, ქუჩებში, სახლების სარდაფებში. მაგალითად, სამართალდამცველებმა მთლიანად ამოხოცილ ოჯახს მიაკვლიეს, მათ შორის არიან ბავშვები. მასობრივი ხასიათი ჰქონდა გაუპატიურებასაც. კიდევ ერთი ფაქტი 14 წლის გოგონას ეხება, რომელსაც რუსი ჯარისკაცები დღეების განმავლობაში აუპატიურებდნენ.