logo
ENG



მსოფლიო შობისთვის ემზადება

15 დეკ 201919:32
3 წუთის საკითხავი
 
csv5gcvd9hbf9r6.jpg

მსოფლიო შობისთვის ემზადება. რიო-დე-ჟანეიროში მოტივტივე ნაძვის ხე გაანათეს. ცერემონია ფოიერვერკით აღნიშნეს. სანახაობაზე დასასწრებად ბრაზილიაში, ტრადიციულად, ათასობით ტურისტი ჩადის. 70-მეტრიანი მეტალის კონსტრუქცია  წელს  9 ათასი მოციმციმე ნათურითაა მორთული, განათების სხვადასხვა კომბინაციის საშუალებით კი მასზე ორნამენტები რვანაირად იცვლება. მოტივტივე ნაძვის ხე რიოში წელს 23-ედ გაანათეს. 

სანტა კლაუსების რბოლას უმასპინძლა საბერძნეთის დედაქალაქმა. ათენში სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ასობით ადამიანმა ცენტრალური გზა გადაკეტა. სანტების საქველმოქმედო მარათონი საბერძნეთში წელს მეოთხედ გაიმართა. მასში მონაწილეობა 12 ევრო ღირდა. შემოსული თანხა მთლიანად ბავშვთა საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხა. რბოლაში გამარჯვებული არ გამოუვლენიათ. სიმბოლური მედალი ყველა მონაწილემ მიიღო. 

გერმანიაში კი შობამდე წარმართული ტრადიცია გაიხსენეს. ბავარიაში დემონების მსვლელობა მოეწყო. დემონების ნიღბებში გამოწყობილი ადამიანები ზამთრის ყველაზე ხანგრძლივი ღამეებისთვის ემზადებიან. შობამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში ზამთრის ბუნიობის სამზადისიც იწყება. ადგილობრივები, რომლებიც სხვადასხვა წარმართულ სულსა და ღვთაებას ასახიერებენ, შობამდე ტრადიციულად მსვლელობას აწყობენ და ზანზალაკებითა და ჯოხების ბრახუნით დედამიწას აღვიძებენ, რომ ცივი დღეების დასრულების შემდეგ კვლავ ნაყოფიერი იყოს.

 


close დახურვა