logo
ENG



მსოფლიოს 60-ზე მეტ ქალაქში გარემოს დამცველების გამოსვლები გრძელდება

08 ოქტ 201915:58
3 წუთის საკითხავი
 
wwbgzxyjcxa4wee.jpg

კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული აქციები მთელ მსოფლიოში მასობრივი დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. 

გარემოს დამცველი აქტივისტების გამოსვლები 60-ზე მეტ ქალაქში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. აქციის პირველივე დღეს ლონდონში სამართალდამცველებმა 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არეულობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა ლონდონის ცენტრში სამთავრობო ობიექტებისა და გზების ბლოკირება სცადეს.

ათობით ადამიანია დაკავებული სიდნეიში, ამსტერდამსა და ახალ ზელანდიაშიც.

ნიუ-იორკში აქტივისტებმა საფონდო ბირჟის წინ პერფორმანსიც მოაწყვეს.

 


close დახურვა