შობის წინა ღამეს და საშობაოდ დაგეგმილი 4000-ზე მეტი ავიარეისი მსოფლიოს მასშტაბით გადაიდო.
ავიაკომპანია United Airlines ადასტურებს, რომ ფრენების გადადება ომიკრონის შტამის გავრცელებას უკავშირდება.
"ომიკრონის მასშტაბურ გავრცელებას ამ კვირაში პირდაპირი გავლენა ჰქონდა ავიაკომპანიის თანამშრომლებზე, შედეგად ჩვენ მოგვიწია ფრენების გადადება, მგზავრებს, ვისაც ავიარეისი დაჯავშნილი ჰქონდა ვატყობინებთ გადადების შესახებ და ვწუხვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დაგეგმილ არდადეგებზე წასვლა მოახერხონ" - ნათქვამია United Airlines-ის განცხადებაში.
კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.
We're very sorry to hear about this cancelation. If you require any assistance with your reservation, please send us a DM. ^FC https://t.co/Y6hG6uklaR
გარდა United Airlines-ისა ფრენები კიდევ რამდენიმე კომპანიამ გადადო. გასულ კვირას, თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ საშობაო ფრენები, თუნდაც სრულად ვაქცინირებულების, ომიკრონის გავრცელებას შეუწყობდა ხელს.