logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უარესდება - WHO

09 ივნ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უარესდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ერთ კვირაზე მეტია გლობალურად, ყოველდღიურად ვირუსის 100 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება.

ვითარებაზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მკაცრი შეზღუდვების შემოღებამ ევროპაში 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. იმ შემთხვევაში კი, თუ ბიზნესები არ დაიხურებოდა და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ არ მოუწოდებდნენ, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.

მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი ამოქმედდა ნიუ-იორკში. სამუშაო ადგილებს 400 ათასამდე ადამიანი უბრუნდება, 33 ათასამდე ობიექტზე კი მშენებლობა განახლდება. 


close დახურვა