მსოფლიოში კოორნავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკაში, იტალიასა და ესპანეთში ფიქსირდება.
სტატისტიკის მიხედვით 810 327 ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
რაც შეეხება საქართველოს, აქ კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება.