logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 252 ათასს გადააჭარბა

05 მაი 202011:15
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 252 ათასს გადააჭარბა.  გამოჯანმრთებულთა რიცხვი მილიონ 200 ათასზე მეტია. დაინფიცირებულთა და კოვიდ ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ პირველ ადგილს იკავებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ათას სამასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რითაც ახალი კორონავირუსით დაღუპულთა მაჩვენებელი 70 ათასს მიუახლოვდა. ევროპის ქვეყნებში დაინფიცირების შემთხვევებით ესპანეთი ლიდერობს, გარდაცვლილთა ოდენობით კი წამყვანი კვლავ იტალიაა. მას მცირედით ჩამორჩება დიდი ბრიტანეთი. ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთში. ქვეყანაში კოვიდ 19-ით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არავინ გარდაცვლილა. 


close დახურვა